Wednesday, July 13, 2016

დღე მეცხრე
მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაცია
თამარ დუნდუამ წარმოადგინა პროექტი ,,მსოფლიოს საოცრებები", რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა მიერ ყურადღების გამახვილება არა უკვე ცნობილი საოცრებების, არამედ კაცობრიობის მიერ ახალ ეპოქაში შექმნილ საოცრებებზე.
რუსუდან გორდელაძემ-,,არასრულწლოვანი და დანაშაული";
თინათინ კონსტანტინიდი ,,ფსიქოაქტიური ნივთიერებები";
მზია ოსიაშვილი ,,როგორ გავხდე მდიდარი'
მთვარისა წიკლაური ,,პუშკინის ცხოვრებქა და შემოქმედება"
მარინე გონაშვილი ,,ქართული დამწერლობის სათავეებთან'
მარინე ტურაშვილი ,,რთული ფიგურების ფართობების დათვლა მარტივი ფიგურების საშუალებით"
ვაჟა ორველაშვილი ,,გეომეტრიის გამოყენება პრაქტიკაში";
ლალი ძამიაშვილი ,,სიმეტრია ჩვენს ირგვლივ"
ლია აბაშიძე ,,მე-18 საუკუნის ოთხმოციანი წლები"

Thursday, July 7, 2016

დღე მერვე
მოვისმინეთ პროცედურები, ჩავასწორეთ და გადავიტანეთ გეგმაში. ფასილიტაციისათვის შევქმენით ონლაინკითხვები, რაც დაეხმარება მოსწავლეებს ჩაატარონ გამოკითხვები სოციალურ ქსელში.


Wednesday, July 6, 2016

დღე მეშვიდე
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ერთმანეთის ბლოგებზე, გავეცანით პრეზენტაციას გარდნერის მრავალმხრივი თეორიის შესახებ; შევავსეთ მოსწავლეთა დიფერენცირების კითხვარი; დავიწყეთ პროცედურების ჩაწერა მიზნებისათვის, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისათვის, შეფასების ხუთი მიზნისათვის, მოსწავლეთა დიფერენცირებისათვის. დავიწყეთ პროექტის მსვლელობის  გეგმის შედგენა.      

Tuesday, July 5, 2016

დღე მეექვსე
შევამოწმეთ ჩვენი მოსწავლეების ნაშრომები,რჩევები და რეკომენდაციები, გავეცანით შეფასების რუბრიკას, დავიწყეთ შეფასების რუბრიკების გადაკეთება, რუბრიკებში ჩავსვით მიზნების შესაბამისი ინდიკატორები . ვისწავლეთ ფეიჯების ატვირთვა ბლოგზე და ჩვენი პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ.

Thursday, June 30, 2016

დღე მე-5
მიზნებიდან გამომდინარე აქტივობები ჩამოვწერეთ,ჩავდექით მოსწავლის როლში და შევქმენით მოსწავლის ნაშრომი, ეს ნაშრომი უნდა დავასრულოთ.

Wednesday, June 29, 2016

დღე მეოთხე

გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან. თითოეული მიზნისათვის დავწერეთ შესაბამისი  მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოვიყენებთ როგორც მუშაობის დასაწყისში, ისე მსვლელობისას და დასასრულისას.მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად შევქმენით დიაგრამა ,,ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე". 

Tuesday, June 28, 2016

დღე3
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას, ჩამოვწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დავწერეთ ისეთი კითხვები, ,    
ყველა ინდიკატორს შევუსაბამეთ მიზნები, რომლებიც გაგვიყვანს მაღალ სააზროვნო უნარებზე და მოგვცემს შეფასების საშუალებას, დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო.

უნდა წავიკითხოთ მე-2 მოდულის 1-ლი და მე-2 აქტივობა_განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები.

Wednesday, June 22, 2016

დღე 2
მოვისმინეთ პროექტის იდეები. დავიწყეთპროექტის გეგმის შევსება.პროექტის შინაარსი უნდა იყოს მოკლე. უნდა მივუთითოთ პრობლემები. დასკვნები ჩვენ არ .უნდა გავაკეთოთ.ამოვიწერეთ შედეგები და ინდიკატორები, რომლისმიღებასაც ვაპირებთ. შემდეგ გავაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით.





დღე1
პროექტის შინაარსზე მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
მკაფიოდ გამოჩნდეს პრობლემა, გამოყენებული აქტივობები ზოგადად, უნდა იყოს საკითხი დაკავშირებული რეალობასთან, უნდა სექმნან პროდუქტი

    გავეცანით პროექტზე მუშაობას, ვიუვერის გამოყენებას,შევისსწავლეთ პორტფოლიოს ჩეკლისტს.