Wednesday, July 13, 2016

დღე მეცხრე
მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაცია
თამარ დუნდუამ წარმოადგინა პროექტი ,,მსოფლიოს საოცრებები", რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა მიერ ყურადღების გამახვილება არა უკვე ცნობილი საოცრებების, არამედ კაცობრიობის მიერ ახალ ეპოქაში შექმნილ საოცრებებზე.
რუსუდან გორდელაძემ-,,არასრულწლოვანი და დანაშაული";
თინათინ კონსტანტინიდი ,,ფსიქოაქტიური ნივთიერებები";
მზია ოსიაშვილი ,,როგორ გავხდე მდიდარი'
მთვარისა წიკლაური ,,პუშკინის ცხოვრებქა და შემოქმედება"
მარინე გონაშვილი ,,ქართული დამწერლობის სათავეებთან'
მარინე ტურაშვილი ,,რთული ფიგურების ფართობების დათვლა მარტივი ფიგურების საშუალებით"
ვაჟა ორველაშვილი ,,გეომეტრიის გამოყენება პრაქტიკაში";
ლალი ძამიაშვილი ,,სიმეტრია ჩვენს ირგვლივ"
ლია აბაშიძე ,,მე-18 საუკუნის ოთხმოციანი წლები"

Thursday, July 7, 2016

დღე მერვე
მოვისმინეთ პროცედურები, ჩავასწორეთ და გადავიტანეთ გეგმაში. ფასილიტაციისათვის შევქმენით ონლაინკითხვები, რაც დაეხმარება მოსწავლეებს ჩაატარონ გამოკითხვები სოციალურ ქსელში.


Wednesday, July 6, 2016

დღე მეშვიდე
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ერთმანეთის ბლოგებზე, გავეცანით პრეზენტაციას გარდნერის მრავალმხრივი თეორიის შესახებ; შევავსეთ მოსწავლეთა დიფერენცირების კითხვარი; დავიწყეთ პროცედურების ჩაწერა მიზნებისათვის, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისათვის, შეფასების ხუთი მიზნისათვის, მოსწავლეთა დიფერენცირებისათვის. დავიწყეთ პროექტის მსვლელობის  გეგმის შედგენა.      

Tuesday, July 5, 2016

დღე მეექვსე
შევამოწმეთ ჩვენი მოსწავლეების ნაშრომები,რჩევები და რეკომენდაციები, გავეცანით შეფასების რუბრიკას, დავიწყეთ შეფასების რუბრიკების გადაკეთება, რუბრიკებში ჩავსვით მიზნების შესაბამისი ინდიკატორები . ვისწავლეთ ფეიჯების ატვირთვა ბლოგზე და ჩვენი პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ.